11 X 11
სპორტული პორტალი

[ანალიზი] ბაიერნის ტაქტიკური რევოლუცია – რა ექსპერიმენტს მიმართა ფლიკმა

0 2, 325

მიუნხენის „ბაიერნის“ მართლაც ფენომენალურ გამარჯვებებს სამართლიანად უკავშირებენ მისი მთავარი მწვრთნელის ჰანს-დიტერ ფლიკის სახელს, რომელმაც არსებული შემადგენლობით შეძლო სრულიად გარდაექმნა გუნდის თამაში და „რეკორდმაისტერი“ შეუჩერებელ ტანკად აქცია.

რაც შეეხება სათამაშო ტაქტიკას, ფლიკი არ არის კონცენტრირებული ერთ რომელიმე სქემაზე და სიტუაციიდან გამომდინარე, ზოგჯერ მატჩის მიმდინარეობისას ახდენს ხოლმე ხან უმნიშვნელო, ხანაც რადიკალურ ცვლილებას.

აი, ის კი რაც მან გერმანიის სუპერთასის „დორტმუნდთან“ მოგებულ (3:2) მატჩში გააკეთა, აშკარად ტაქტიკური ექსპერიმენტები გახლდათ.

პირველ რიგში ის ვთქვათ, რომ ფლიკმა ცოტა უცნაური შემადგენლობა დააყენა, რაც მარტო როტაციის სურვილით არ იყო გამოწვეული, უფრო მოწინააღმდეგისთვის, კონტრსქემის დახვედრებით დაბნევისთვის იყო გამიზნული, რამაც შეტევებში შედეგი კი მოიტანა, მაგრამ დაცვაში მთლად კარგად ვერ იყო საქმე.

„ბაიერნი“ პრესინგისას მჭიდროდ ესხმის თავს მეტოქის დაცვის ოთხეულს. სტანდარტული სიტუაციებისას გარემარბები (მაგ. გნაბრი და კომანი) იყვანენ ცენტრალურ მცველებს, ხოლო ( მაგ.ლევანდოვსკი და მიულერი) საყრდენ ზონაში იხევენ და ცდილობენ ხელი შეუშალონ ბურთის ამოტანას. მოწინააღმდეგეს ფლანგზე ბურთის გადატანაღა შეუძლია, მაგრამ სიტუაციის სწორად წაკითხვის შემთხვევაში, არც ამ ფლანგის ჩაკეტვაა პრობლემა. როდესაც მეტოქე“დორტმუნდის“ მსგავსად სამი ცენტრალური მცველით თამაშობს, ერთმანეთთან სიახლოვე საშუალებას აძლევთ მოკლე და სწრაფი პასებით, თან საკუთარი მეკარის დახმარებით, ადვილად დაძლიონ ორი მოპრესინგის წინააღმდეგობა, რადგან მათი ვინგერი პარტნიორები ვიზავის „კოლეგებს“ ზურგს უკან ვერ იტოვებენ კონტრიერიშის შიშით. ამიტომ ამ განსახილველ მატჩში ფლიკმა პრესინგისთვის ლუსიენ ფავრის სქემას მისივე ზუსტი ანალოგი ანალოგი დაუპირისპირა.

ქვემორე ორ ფოტოზე კარგად მოჩანს, რომ  „ბაიერნი“ ფაქტობრივად პერსონალურ პრესინგს იყენებს.

თითქოს ყველაფერი კარგადაა, მოწინააღმდეგის თითოეული ფეხბურთელი წნეხის ქვეშაა და ბურთის ამოტანა ჭირს და ასეც იყო საკმაოდ ხშირად, მაგრამ ფლიკის ამ ექსპერიმენტმა მთლად ვერ გაამართლა, რადგან რომელიმე ფეხბურთელის ელემენტარული შეცდომა ან ცოტათი დაყოვნება ვიზავის წინსვლის კარგ შანსს უჩენს, მაშინ როდესაც 4-4-2-ის ან 4-3-3-ის შემთხვევაში ასეთი რამ მინიმუმამდე შეიძლება დავიდეს.

შემდეგ ფოტოზე კარგად ჩანს თუ როგორ დაკარგა პარტნიორის მისახმარებლად იძულებით გადანაცვლებულმა კიმიხმა დაუდი

და სწორედ მას მიაწოდეს პასი, შეტევაც მანვე დაიწყო და ასეთი სიტუაციები არაერთხელ შეიქმნა.

ამ ტიპის პერსონალურ პრესინგს კიდევ ერთი ნაკლი ახლავს. საკუთარ ნახევარზე ბურთის მფლობელ გუნდს შეტევის დასაწყებად მეტოქის ნახევარზე გრძელი, გადაკიდებული პასის მიცემა ანაც თავისუფალ ზონაში ბურთის ჩაგდება უხდება, სადაც მის მისაღებად უმეტესად ერთი ერთზე მიდის ბრძოლა.სარკისებური პრესინგის გადაწყვეტილების მიღებისას ფლიკს ისიც გაეთვალა, რომ ბრგე ჰოლანდი წინ დიდ საფრთხეს შეუქმნიდა მის გუნდს და ამიტომაც დააყენა უკანა ხაზის  ცენტრში მსგავსი  კომპლექციის მქონე ხავი მარტინესი. ხავი მართლაც კარგად ებრძოდა ჰოლანდს და უმეტესად იმ ზონაშიც გადაჰყვებოდა ხოლმე, სადაც მისი ამპლუის მოთამაშე  არ უნდა მოქმედებდეს.

ეგ კიდევ არაფერი. მარტინესს პერსონალურად კი აჰყავდა ჰოლანდი, როდესაც მისკენ გრძელი პასი იგზავნებოდა, მაგრამ თუ „დორტმუნდი“ პოზიციური შეტევის განვითარებას იწყებდა, ამ დროს ხავი მარტინესს საყრდენის ფუნქციების შესრულება უწევდა და ამ გადანაცვლებისას პრობლემები იქმნებოდა.

ამ ეპიზოდში „ბაიერნმა“ პრესინგით აიძულა მეტოქე გრძელი პასი გადაეგდო. ჰოლანდი მარტინესს ჰყავს აყვანილი, ლუკა ერნანდესი როისს ებრძვის.

ბურთი „დორტმუნდს“ დარჩა. მარტინესმა მიიჩნია, რომ პოზიციური შეტევა იწყება და საყრდენ ზონაში გადაინაცვლა, ხოლო ლუკა ერნანდესმა ჩათვალა როისი არ უნდა მიეტოვებინა და ორი „ბაიერნელი“ მის სიახლოვე აღმოჩნდა და ხელი ვერ შეუშალეს მოხდენიი პასით ორივე „მოეტეხა“.

და ჰოლანდი პირისპირ შეყარა ნოიერს.

შეიძლება ითქვას, რომ ჰანს-დიტერ ფლიკმა დიდი სითამამე გამოიჩინა, როდესაც მაინცდამაინც გერმანიის სუპერთასის მატჩში მიმართა ასეთ ექსპერიმენტს, რომელმაც ნაწილობრივ გაუმართლა, ნაწილობრივ არა და მისმა გუნდმა მაინც დაამარცხა ბოლო წლებში მისი ყველაზე ძლიერი მეტოქე გუნდი.

ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ „ბაიერნის“ თავკაცი მუდმივ ძიებებშია და  მიღწეული დიდი შედეგებიც აქედან მოდის.

სტატია მომზადებულია Sports-ის მასალებზე დაყრდნობით

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო