ბერდიევს დინამოში ნიშნავენ
ზოგიერთი რუსული საინფორმაციო სააგენტო ამტკიცებს, რომ თბილისის “ლოკომოტივისგან” ევროპა ლიგაზე დამარცხებული (1:2) მოსკოვის “დინამოს” მთავარ მწვრთნელად ცნობილ თურქმენ სპეციალისტს, 68 წლის ყურბან ბერდიევს 5 ოქტომბერს დანიშნავენ. მას კონტრაქტის ყველა პირობა კლუბთან უკვე შეუთანხმებია.