11 X 11
სპორტული პორტალი

ბიელსამ და გვარდიოლამ კომპლიმენტები გაცვალეს

0
დღევანდელი “ლიდსისა” და “მანჩესტერ სიტის” პრემიერლიგური მატჩის წინ, ამ გუნდების თავკაცებმა კომპლიმენტები გაცვალეს. მარსელო ბიელსამ გვარდიოლაზე თქვა, რომ მან ფებურთს ზიანი მიაყენა, რადგან მისი შემუშავებული ტაქტიკა დაცვითი ხასიათისაა, რაც შემდეგ ბევრმა მწვრთნელმა გადაიღო, თუმცა ხეირი მას მხოლოდ გვარდიოლას გუნდებისათვის მოაქვს და ეს მის ნიჭიერებაზე მეტყველებს. გვარდიოლამ ღვაწლმოსილ მწვრთნელს თავმდაბლად უპასუხა, რომ საფებურთო ცოდნით ბიელსას ვერ შეედრება და მოპოვებული ტიტულებით რომ სჯობს, ეს არაფერს ნიშნავს. პეპი აღფრთოვანებული ყოფილა ბიელსას მეთოდიკით და ის, რომ ბიელსა პრემიერლიგაში მუშაობს, ამ ლიგისთვის ნამდვილი საჩუქარია.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო