იუვენტუსი კიდევ ერთხელ ცდის კიეზას ყიდვას
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი დღეღა დარჩა და ფეხბურთში ვაჭრობა ძალიან გაცხოველდა. ტურინის “იუვენტუსს” ძალიან არ უნდა “ფიორენტინას” 22 წლის თავდამსხმელ ფედერიკო კიეზაში 60 მილიონი ევროს გაღება და დღეს ფლორენციელებს ახალი წინადადებით მიმართავს. საფიქრებელია, თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდას შესთავაზებენ.