11 X 11
სპორტული პორტალი

მწვრთნელთა კოენტარები ნამატჩევს

0
“ლიდისა” და “მანჩესტერ სიტის” 1:1-ზე დასრულებული მატჩის შემდეგ ორივე გუნდის თავკაცებმა ასეთი კომენტარები გააკეთეს. მარსელო ბიელსა: “სიტი” ძალიან ადვილად გვართმევდა ბურთს, ჩვენ კი მის დასაბრუნებლად მაქსიმალური ძალისხმევა გვჭირდებოდა. ჩვენ შესაძლებლობის ზღვარზე გვიწევდა თამაში, მათ არა. პირველი ტაიმის დასაწყისი და მატჩის დასასრული მთლიანად მათი იყო. დანარჩენი მონაკვეტი ჩვენ ოდნავ თუ ვჯობდით. შეუძლებელი სულაც არ იყო, მოგვეგო კიდეც, მაგრამ ეს სამართლიანი ნამდვილად არ იქნებოდა. პეპ გვარდიოლა: კარგი თამაში გამოვიდა და ყოველთვის ასეა, როდესაც ორივე გუნდი შეტევაზეა ორიენტირებული. თამაშით კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება შედეგს, ნამდვილად შეგვეძლო ის ჩვენს სასარგებლოდ ყოფილიყო, მაგრამ “ლიდსმა” აჩვენა თუ როგორ დონეზეა ეს გუნდი მომზადებული. მატჩის შემდეგ ბიელსამ მკითხა თუ რას ვეტყოდი, მაგრამ ვუპასუხე, რომ ასე ცხელ გულზე არ ღირდა თამაშის გარჩევა და ეს სხვა დროისთვის გადაგვედო”.  
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო