11 X 11
სპორტული პორტალი

მშობლები შენს გაჩენას ინანებენ – სტამანი ქართველ ფანებს დაუპირისპირდა

0 478

მერაბ დვალიშვილის მომავალი მეტოქე კოდი სტამანი სოციალურ ქსელ ინსტაგრამში ქართველი გულშემატკივრების კომენტარებს ძალიან უზრდელურად და თავხედურად უპასუხა.

ქართველმა გულშემატკივარმა გიგა მაისურაძემ სტამანს ფოტოზე დაუწერა: “ინანებ, მერაბთან ბრძოლას რომ დათანხმდი.” და მებრძოლმა კი საპასუხოდ დაწერა: “შენი მშობლები ინანებენ შენს გაჩენა.”

კიდევ ერთმა ქართველმა კოდის დაუკომენტარა: “წაგებული გაქვს ძმაო. მერაბი დაგანგრევს.” რაზეც ამერიკელმა ასევე აგრესიულად და უზრდელურად უპასუხა: “დვალიშვილის მოგებაზე ფსონად საკუთარ სახლს ჩამოდი ნაბჭვარო ლუზერო.”

საკმაოდ ბევრი იყო უხეში და უტაქტო კომენტარი მისგან, თუმცა თავად მერაბის მისამართით ნეგატიური არაფერი დაუწერია.

შეგახსენებთ, ბრძოლა 5 დეკემბერს გაიმართება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო