11 X 11
სპორტული პორტალი

ო, რა ხვითოა ეს მაურინიო?!

0

ხვალ პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩში “მანჩესტერი” იმ “ტოტენჰემს” უმასპინძლებს, რომელსაც ჟოზე მაურინიო წვრთნის. დონ ჟოზეს მატჩისწინა კომენტარი ჩამოართვეს. მაუმ თქვა, რომ “მანჩესტერში” მუშაობის დროს ამ კლუბში ბევრი მეგობარი შეიძინა, მანიუს მიმართ მუდმივად განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და აქვს, მაგრამ როდესაც “დეზები” “მანჩესტერის” წინააღმდეგ ითამაშებენ, იმ 90 წუთის განმავლობაში ეს უნდა დაივიწყოს, რადგან პროფესიონალია და მუდამ მოგება სწყურია.

შემდეგ დაამატა, რომ “წითელი დემონების” ფანობამ იცის, რომ მათი გუნდის მწვრთნელობისას მოიგო ყველაფერი რისი მოგებაც შეძლებოდა და ვერ მოიგო ის, რისი მოგებაც შეუძლებელი გახლდათ. რა გამოვიდა? პორტუგალიელმა კენჭი კი არა, მოზრდილი ქვა ისროლა “მანჩესტერის” შეფების ბოსტანში, აქაოდა რომელ ფეხბურთელებსაც ვითხოვდი, ისინი არ მიყიდეს და მეტი რა მექნაო. არადა, მაურინიომდე მისმა წინამორბედმა ლუი ვან გაალმა და შემდეგ თავად მან ტრანსფერებში თითქმის მილიარდ ევრომდე დახარჯეს და ახლა მესი და რონალდო რომ ვერ იყიდეს, რა კლუბის ხელმძღვანელობის ბრალია?

შეგახსენებთ, მაურინიოს ხელმძღვანელობით “მანჩესტერმა” ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი და ევროპა ლიგა მოიგო, რაც ამ სახელოვანი და უმდიდრესი კლუბისათვის დიდი ვერაფერი მიღწევაა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო