11 X 11
სპორტული პორტალი

“ოქრი გთხოვ, ოქრი გთხოვ დამარტყმევინე” – ოქრიაშვილმა ქვილითაიას პენალტი არ დაარტყმევინა, ანორთოსისს ქართველებმა მოაგებინეს [VIDEO]

0

კვიპროსის ჩემპიონატის მე-5 ტურში ფამაგუსტას “ანორთოსისი” საკუთარ მოედანზე ნიქოზიას “ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

ფამაგუსტელთა მხრიდან გოლები გიორგი ქვილითაიამ და თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანეს. “ოქრიმ” თავი 91-ე წუთზე 11-მეტრიანი ნიშნულიდან გამოიჩინა, პენალტი კი ქვილითაიამ მოინადირა…

კადრებში კარგად ჩანს ქვილითაიას პირის მოძრაობა, ფორვარდი თანამემაულეს პენალტის დარტყმის დათმობას სთხოვდა, თუმცა ბურთთან მაინც თორნიკე მივიდა და უშეცდომოდ შეასრულა.

კადრშივე ჩანს, რომ ეპიზოდს ფეხბურთელებს შორის უთანხმოება არ გამოუწვევია და ოქრის პირველმა ქვილითაიამ მიულოცა, შემდეგ კი ერთმანეთს გადაეხვივნენ…

ოქრიაშვილისთვის მიმდინარე სეზონში ეს მე-4 გოლი იყო, აქიდან 3 პენალტიდან გაიტანა. ქვილითაიამ კი კვიპროსის ჩემპიონატში პირველი გოლი შეაგდო.

ორივე მათგანმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. ასევე, 90 წუთის განმავლობაში იყვნენ მოედანზე მურთაზ დაუშვილი და გიორგი ლორია.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო