ქართველმა ფორვარდმა თავის გუნდს 95-ე წუთზე მოაგებინა [VIDEO]
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში “ზირა” ჩემპიონატის ორიდან ერთერთ ფავორიტ “ნეფჩის” ხვდებოდა და მოწინააღმდეგე დავით ვოლკოვის მიერ 95-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა.ქართველის ფორვარდისთვის ეს 5 მატჩში გატანილი მესამე გოლი გახლავთ და ბომბარდირთა სიაში პირველ ადგილზე მყოფ ფეხბურთელს 1 ზუსტი დარტყმით ჩამორჩება, მისი გუნდი კი ჩემპიონატის ცხრილს სათავეში მოექცა.