რიო ფერდინანდი მანჩესტერით უკმაყოფილოა
“მანჩესტერის” ყოფილი ცენტრალური მცველი რიო ფერდინანდი ძალიან უკმაყოფილოა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით, უფრო ზუსტად ამ პოლიტიკის უქონლობით და თანაუგრძნობს თავის გუნდის მთავარ მწვრთნელს და მეგობარს ოლე-გუნარ სულშერს, რომელსაც არ უყიდეს მარცხენა მცველი და მარჯვენა გარემარბი. რიოს აზრით, ამ არსებული შემადგენლობით მანიუს ძალიან გაუჭირდება გასული სეზონის შედეგის გამეორებაც კი.