11 X 11
სპორტული პორტალი

თურქულმა გრანდმა კვარაცხელიას შეძენა გადაწყვიტა

0

“რუბინის” ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით თურქული გრანდი დაინტერესდა, – იტყობინება Metaratings-ი.

ხვიჩას გადაბირება სტამბულის “გალათასარაის” უნდა და ქართველის საკუთარ გუნდში ხილვა თავად მთავარ მწვრთნელ ფათიხ თერიმს სურს. სტამბოლური კლუბი მის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეეცდება.

კვარაცხელიას ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი სატრანსფერო ღირებულება 4.5 მილიონი ევროა.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მან “რუბინში”  9 მატჩში 1 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო