11 X 11
სპორტული პორტალი

ვინაა ბიჭო, ზანტი და ზარმაცი ?!

0
მილანის “ინტერის” ბელგიელ თავდამსხმელს რომელუ ლუკაკუს მწარედ ჩარჩენია გულში “მანჩესტერში”  ასპარეზობის დროს ბრიტანული პრესის და ფანების კრიტიკა, რომლებიც მას ზანტსა და ზარმაცს უწოდებდნენ. აი, ნერიაძურიში ლუკაკუ მართლაც შესანიშნავად ათამაშდა და თავისი დიდი პოტენციალი გამოავლინა. ბელგიელი ამაში მილანელთა მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს დამსახურებასაც ხედავს, რომელიც გარჩევებზე მას ყოველ კონკრეტულ შეცდომაზე მიუთითებს და მათი გამოსწორების გზებსაც უსახავს. “ერთი წლის წინ ინგლისში ზანტს და ზარმაცს მეძახდნენ, სიტუაციებში გვიან ერკვევა, არ დარბის, “მანჩესტერის” მაღალ ტემპს ვერ ეწევა და ვინ იცის კიდევ რას არ მაბრალებდნენ. ჰოდა, ახლა ყველას ვეკითხები, მე ვარ ზანტი და ზარმაცი, თუ “ინტერში” მომემატა სისწრაფე და ტაქტიკური ხედვაც გამიმახვილდა? ასე რომ, როდესაც ვინმეს აკრიტიკებთ, მიზეზს მხოლოდ მასში კი ნუ ხედავთ, იმასაც  ჩაუკვირდით თუ რითაა ეს ყველაფერი გამოწვეული”, – მოუგო ნიშნი რომელუმ მის კრიტიკოსებს.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო