11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

БИЗНЕС Online: არ გაყიდოთ ეს ბიჭი – ყაზანური გამოცემა ხვიჩათი აღფრთოვანებულია

0
03.06.21. 663×81 ბანერი
“ახმატთან” “რუბინის” ქართველი ლეგიონერის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში და გატანილი გოლი ყაზანის БИЗНЕС Online-მ შემდეგნაირად შეაფასა:არ გაყოდოთ ეს ბიჭი“როგორც “როტორთან”, კვარაცხელიამ გოლისათვის ყველაფერი თავად შექმნა. მეტოქე გუნდის მცველ მიროსლავ ბოგოსავაცს მოედნის ცენტრში ბურთი მოჰპარა, შემდეგ ბურთი გაიგდო, კიდევ ერთი მცველი მოატყუა და მეკარეს ჭკვიანურად გაუსწორდა.
ეს ხვიჩასთვის ზედიზედ მეორე შეხვედრაში გატანილი გოლია – ყაზანურ გუნდში თამაშისას განსაკუთრებული მიღწევა. ადრე საგოლე სერიები არ მოუწყვია.
 
აღსანიშნავია, რომ გოლამდე ბოგოსავაცი ხვიჩას კეტავდა. თავს არ ატყუებინებდა და თამაშის წესებსაც პრაქტიკულად არ არღვევდა. თუმცა, ერთადერთ ეპიზოდში მთელი გარჯა წყალში ჩაუყარა.
ბოგოსავაცი ხვიჩას თავიდანვე არ მეურვეობდა. ჯერ ქართველს ფლანგზე მაქსიმ ნენახოვი მიუჩინეს, რომელსაც მე-9 წუთზე ყვითელი ბარათი აკიდა, რის შემდეგაც მწვრთნელმა ანდრეი ტალალაევმა მას და ბოგოსავაცს პოზიციები შეუცვალა”.
 ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. 
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო