მანჩესტერს 6-ანი გაუსამდა
„ტოტენჰემი“ პრემიერლიგის მეორე გუნდი გახდა, ვინც შეძლო და „მანჩესტერს“ მისსავე „ოლდ ტრაფორდზე“ 6 გოლი გაუტანა. მანამდე ეს 2011 წელს “მანჩესტერ სიტიმ” მოახერხა, რომელმაც “დეზების” მსგავსად 6:1 მოუგო მოსისხლე თანაქალაქელებს. საერთოდ კი “მანჩესტერი” ინგლისის ჩემპიონტში 6 გოლით მხოლოდ 1996 წლის ოქტომბერში სტუმრად “საუთჰემპტონთან” დამარცხდა (3:6).