11 X 11
სპორტული პორტალი

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი სასწაული [VIDEO]

0 1, 644

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა.

ხვიჩამ გროზნოს “ახმატის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოედანზე 90 წუთი გაატარა და 53-ე წუთზე ბრწყინვალე გოლით გახსნა ანგარიში.

ხვიჩასთვის ჩეჩნების კარში გატანილი გოლი მიმდინარე სეზონში მეორეა.

აღნიშნულ შეხვედრაში რუბინი 68-ე წუთიდან კაცნაკრული თამაშობდა და შეხვედრის მე-80 წუთზე პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გიორგი მელქაძემ გაათანაბრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

ამ შეხვედრის შემდეგ ხვიჩა პირდაპირ ეროვნულ ნაკრებში გამოემგზავრება.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო