11 X 11
სპორტული პორტალი

არსენაშვილი ბენფიკას წინააღმდეგ

0

პორტუგალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ერეკლე არსენაშვილის ბრაგა შინ მძიმე ბრძოლაში დამარცხდა ლისაბონის ბენფიკასთან, 29-30.

თავიდან ბრაგა დაწინაურდა – ქართველმა ხაზის მოთამაშემ ორი შვიდმეტრიანი მოიპოვა, ერთი გოლი თავადაც გაიტანა და მასპინძლები წინ გავიდნენ, 5-1. ბრაგამ ტაიმი 16-13 მოიგო, მაგრამ ბენფიკამ მეორე ნახევარი მძლავრად დაიწყო და ლიდერობა გადაიბარა, 20-18. მასპინძლებმა ისევ გაათანაბრეს (21-21), მერე ჩამორჩნენ (23-27), მაგრამ ბოლომდე იბროლეს და ფრემდე ერთი გოლი დააკლდათ – 29-30.

არსენაშვილი მოედანზე შესამჩნევი ფიგურა იყო – სამი გატანილი გოლის გარდა, მან მოიპოვა 4 შვიდმეტრიანი და ერთხელ მეტოქე ორწუთიანში გაუშვა. 4 ტურში მას 13 გატანილი გოლი დაუგროვდა, ბრაგას კი ოთხიდან 3 წაგება აქვს, მაგრამ სამივე გრანდებთან (პორტუსთან, სპორტინგთან და ბენფიკასთან. 12-12 ქულით სწორედ ეს სამეული ლიდრობს) და ახლა ბევრად უფრო იოლი განრიგი აქვს.

მომდევნო თამაშს ბრაგა 7 ოქტომბერს გამართავს აგუაშ სანტაშთან. ორწრიანი ტურნირის შემდეგ 6 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ჩემპიონობისთვის გააგრძელებს. ბრაგამ წინა სეზონში მიზანს მიაღწია და პირველი ეტაპი სწორედ მეექვსე ადგილზე დაასრულა, მაგრამ შემდეგ ჩემპიონატი შეწყდა.

geohandball.ge

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო