ბრდღვნიან ბიჭები ყველაფერს – კიტეიშვილმაც გაიტანა
საქართველოს ნაკრების უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ გვახარებენ ქართველი ლეგიონერები – გოლი ოთარ კიტეიშვილმაც გაიტანა.
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-4 ტურში მისმა “შტურმმა” გრაცში 4:0 დაამარცხა “ალტახი”. ოთარმა გოლი 41-ე წუთზე გაიტანა, როდესაც ანგარიში 2:0 იყო. ის 73-ე წუთზე შეცვალეს.
კიტეიშვილი ჩვენი ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უახლოესი სამი შეხვედრისთვის გამოიძახა.