11 X 11
სპორტული პორტალი

კუმანი მესის საუკეთესობაში დარწმუნებულა

0

“სევილიასთან” მატჩისწინა ბოლო ვარჯიშის შემდეგ ჟურნალიტებმა რამდენიმე კითხვა მისცეს “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს, რომელზეც ნიდერლანდელმა მოკლე პასუხები გასცა.

-დემბელესთან მე პრობლემები არ მაქვს, ვარჯიში გულმოდგინედ უნდა განაგრძოს. ამჟამად ანსუ ფატი უკეთეს ფორმაშია და ამიტომაც არის ძირითად შემადგენლობაში.

-კოუტინიო კარგი ფეხბურთელია. მას ძალიან წაადგა “ლივერპულსა” და “ბაიერნში” თამაში. ჩემი მოვალეობაა მან თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოს.

-დეპაიზე მკითხეთ და გპასუხობთ. მიმაჩნია, რომ ის პოზიცია, რომელზეც მემფისი თამაშობს, “ბარსელონაში” გასაძლიერებელია.

-მესი ყოველთვის კარგად ვარჯიშობდა და თამაშობდა. მასთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს. როგორც კაპიტანმა დიდი როლი ითამაშა “ბალაიდოსზე” “სელტასთან” მოგებაში. ის მსოფლიოში საუკეთესოა და ახლა, როდესაც მას ვარჯიშებზე ვუყურებ, ამაში კიდევ უფრო ვრწმუნდები.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო