11 X 11
სპორტული პორტალი

ნაპოლი იუვენტუსთან არ გამოცხადდა

0 13

მიუხედავად იმისა, რომ კამპანიის რეგიონის ხელისუფლებამ “ნაპოლის” ტურინში, “იუვენტუსთან” სათამაშოდ ჩასვლა კორონაპანდემიის გამო აუკრძალა, სერია A-ს ხელმძღვანელობამ მატჩის გამართვის გადადება მიზანშეუწონლად ჩათვალა და თითქოს ნეაპოლელები აპირებდნენ კიდეც ტურინში გამგზავრებას, მაგრამ საბოლოოდ აღარ წავიდნენ.

მათი მეტოქე “იუვენტუსი” დანიშნულ დროს სტადიონზე გამოცხადდა და სასტარტო შემადგენლობაც კი გამოაცხადეს. ასე რომ, “ნაპოლის” ტექნიკურ წაგებას (0:3) ჩაუთვლიან.

ბიანკონერის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ ბრძანა, რომ მისმა ნეაპოლელმა კოლეგამ აურელიო დე ლაურენტისმა სთხოვა მატჩი გადაედოთ, მაგრამ მას უპასუხია, რომ გათამაშების წესდებას პატივი უნდა სცენ.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო