11 X 11
სპორტული პორტალი

პედრო გოლმა და გამარჯვებამ გაახარა [VIDEO]

0 10

„ჩელსიდან“ თავისუფალ აგენტად გადასული 33 წლის ესპანელი თავდამსხმელის პედროს ერთადერთი გოლით „რომამ“ იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურში პირველი გამარჯვება მოიპოვა გასვლაზე „უდინეზესთან“.

გახარებულმა პედრომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კმაყოფილია „რომაში“ ყოფნით, კარგად შეეგუა ახალ თანაგუნდელებს და დიდი იმედი აქვს, რომ  გამარჯვებათა სერიას ჩაუყარეს საფუძველი. გუნდს მიზნად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება აქვს დასახული, მაგრამ რაც არ უნდა ძნელი მოჩანდეს, სკუდეტოს მოგებაზეც არ ვიტყვით უარს და ბოლომდე ვიბრძოლებთო.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო