სანაკრებო მატჩების წინ ჩაკვეტაძემ ტრავმა მოირჩინა და ითამაშა
“გენტის” ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოირჩინა და ითამაშა.
ზედიზედ სამი წაგების შემდეგ ბელგიის ჩემპიონატის მე-8 ტურში “გენტმა” საკუთარ მოედანზე 5:1 დაამარცხა “ბეერსხოტი”.
ამ გამარჯვებაში ჩვენებურს წვლილი არ შეუტანია, მაგრამ მთავარია, მწყობრში ჩადგა. ის 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 4:0 იყო.
მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა განაცხადა, რომ თავადაც ჰქონდა ასეთი ტრავმა და იცის გიორგის მდგომარეობა.