11 X 11
სპორტული პორტალი

სფფ-მ მიქაუტაძის საქართველოს ნაკრებში მოწვევაზე მუშაობა დაიწყო

0 31

ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “სპორტი იმედზე” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს ნაკრებში თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძის მოწვევაზე და ბელარუსთან მატჩზე მაყურებლების დასწრებაზე ისაუბრა.

მან თქვა, რომ “სერენის” 19 წლის თავდამსხმელ მიქაუტაძესთან კომუნიკაცია ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილს აქვს, მაგრამ სურვილი ორმხრივი უნდა იყოს და იმედია, სურვილები ერთმანეთს დაემთხვევა. მისი თქმით, სფფ-ს სხვა ფეხბურთელებთან აღნიშნულ საკითხზე ადრეც ჰქონდა და აქვს კომუნიკაცია და მთავარია, მათ საქართველოს ნაკრებში თამაში უნდოდეთ.

კობიაშვილმა განაცხადა, რომ ბელარუსთან მატჩზე მაყურებლების დასწრების საკითხი ორშაბათს გადაწყდება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო