11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

2000 კაციანი სოფლის გუნდისა და პრეზიდენტის საგმირო ქრონიკა- კონკიას დაუჯერებელი ისტორია…

0
03.06.21. 663×81 ბანერი
გარემო ხან გვებრძვის, ხან გვეხმარება. რთული გასარჩევი არ არის, აქედან რომელი ჯობს, თუმცა მტრული გარემოს მიუხედავად, დანებება გამოსავალი არასდროსაა. პირველივე სირთულიდან გაქცევა და სხვისთვის ყველაფრის გადაბრალება მარტივია, ბრძოლაში გზის გაკვლევას კი სიმტკიცე სჭირდება.აი, მოლდოვის სოფელ სურუჩენის გუნდი, ჩვენთვის მაგალითია. იქ სულ 2000 კაცი ცხოვრობს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ამ კლუბის მეპატრონეს მტრობს, რა არ გაუკეთეს: საფეხბურთო სამყაროს 5 წლითაც ჩამოაშორეს, უმაღლესი ლიგიდანაც გააგდეს და 7 ფეხბურთელიც წაართვეს, თუმცა ვალერი რენიტა (კლუბის პრეზიდენტი) არსად გაიქცა, იბრძოლა და ამან შედეგი გამოიღო. ვინმე ჰოფივით (ჰოფენჰაიმის დამფუძნებელი და პრეზიდენტი) მილიარდერი არ გეგონოთ, ერთი ჟურნალისტია, რომელსაც ფეხბურთი და მშობლიური კუთხე უყვარს.ოცი წლის იყო, როდესაც ტრავმა მიიღო და ფეხბურთიდან ჟურნალისტიკაში წავიდა. სად აღარ იმუშავა, რადიო “ლიბერთისა” თუ მოლდოვის BBC-ში. ქვეყანაში ახალი ამბების პირველი სააგენტო შექმნა და ამით გარკვეული კაპიტალი დააგროვა.რენიტა ტელევიზიისთვის პროგრამას ადგენდა, დოკუმენტური ფილმები გადაიღო, მედია პროექტების პროდიუსერიც იყო და საავტორო წიგნებიც გამოსცა. 2000-იანი წლების დასაწყისში, ის მოლოდვის პრეზიდენტის, ვლადიმირ ვორონინის პრეს სამსახურის უფროსი გახდა.ფეხბურთის სიყვარულმა რენიტას კლუბის შექმნა აიძულა. ყველაფერი აკადემიით დაიწყო.“როდესაც ბევრი ფული არ გაქვს, რათა გამოცდილი ფეხბურთელები იყიდო და მყისიერი შედეგი მიიღო, აქცენტი აკადემიაზე უნდა გააკეთო, სხვა გზა არ არის. მოთმინება ჩემი ძლიერი მხარეა, გამარჯვებები, თასები და მედლები მომენტალურად რომ არ მოვიდოდა, ამას შეგუებული ვიყავი.რა თქმა უნდა, კლუბის შექმნა ქალაქში უფრო რაციონალური იქნებოდა. ჩემი მიზანი ეს არ იყო, ამ სოფელში გავიზარდე და მინდოდა აქ რამე შემექმნა. სტადიონი, მინდვრები და შენობები, როცა არ ვიქნები, მომავალ თაობას დარჩება”რენიტამ გააცნობიერა, რომ 30 კილომეტრის რადიუსში, ბავშვებს სავარჯიშოდ სიარული გაუჭირდებოდათ. მოლდოვაში უმეტესობას უზრუნველი ცხოვრება არ აქვს, არა თუ მანქანა, ზოგიერთს გზის ფულის გადახდაც უჭირს. სიცივეში, ყინვაში, ამხელა დისტანციაზე ბავშვის სავარჯიშოდ გაშვებას ბევრი მშობელი მოერიდებოდა, ამიტომ რენიტამ კერძო ავტობუსი დაიქირავა, რომელსაც პატარები სახლიდან აკადემიაში და შემდეგ უკან მიჰყავს. მან მოახერხა და მშობლები დაარწმუნა, რომ ეს აკადემია ქალაქის აკადემიაზე ნაკლები არ იყო და მათი შვილები კარგ პირობებში მოემზადებოდნენ. ამან იმუშავა.2009 წელს, “წმინდა გიორგი” მეორე დივიზიონში გადავიდა. მაშინ პირველად მოხდა მათი თამაშის ტელევიზიით ჩვენება“2009 წელს, ინტერნეტით, ჩვენი თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდა. ასეთი რამ მაშინ გაკეთებული არავის ჰქონდა, “ლაივს” იუთუბითაც ვერ ჩართავდი.ეს არც უმაღლესი ლიგის გუნდს, არც დედაქალაქის, არც ფეხბურთის ფედერაციას არ გაუკეთებია, პიონერები ვიყავით – სოფლის გუნდი. პირდაპირი გადაცემა 3 კამერით ხდებოდა, რომელსაც კომენტირებაც დავურთეთ, საღამოს კი ის ტელევიზიით აჩვენეს,” – იხსენებს გუნდის პრეს-სამსახურის ყოფილი უფროსი სერგეი იპატი.ეს მოახერხა სოფლის გუნდმა, რომელიც ოჯახური ბიზნესივითაა: მთავარი მწვრთნელი, რენიტას ბიძაშვილია, სერგეი იპატი მისი სიძეა, ცოლი კი ფეხბურთელების გამოკვებაზე მუშაობს. პარალელურად, რენიტას ვაჟი, დმიტრი, აკადემიაში ვარჯიშობს.2000-იანი წლების დასაწყისში, საკუთარ სტადიონზე, “წმინდა გიორგის” მოლდოვის ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა. სოფელში ერთადერთი ადგილი, სადაც ბალახის დაგება შეიძლებოდა (მაშინ ხელოვნური დააგეს), სასაფლაოს გადაჰყურებდა. სხვა გზა არ იყო, აქ უნდა ეთამაშათ, მაგრამ მთავარი პრობლემები წინ ელოდათ.შვიდმა ფეხბურთელმა წერილი დაწერა, სადაც ამბობდნენ, რომ კლუბის პრეზიდენტმა, ველარი რენიტამ მატჩის ჩაწყობა მოსთხოვა. ის დამნაშავედ სცნეს, 15 000$ ჯარიმა დააკისრეს და ფეხბურთიდან 5 წლით მოკვეთეს“ეს ყველაფერი პავლა ჩებანუს (მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი) მაქინაციებია. ეს იმიტომ მოხდა, რომ მე ვიყავი პირველი, ვინც უეფას მიერ გადმოცემული თანხის განკარგვის საკითხის გამჭირვალობა მოვითხოვე. ფედერაციის პრეზიდენტობისთვის კანდიდატურის დაყენებასაც ვაპირებდი და ჩემი მოშორება გადაწყვიტეს.კი, შვიდმა ფეხბურთელმა დაწერა, რომ თამაშის ჩაწყობა მოვთხოვე, მაგრამ 14-15 იყო ისეთი, ვინც თქვა, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა. თუ ის შვიდი ფეხბურთელი სიმართლეს ამბობდნენ, ეს დაუყოვნებლივ რატომ არ თქვეს? გამოდის, რომ თუ ასე იყო, მათ ჩემზე მეტად დააშავეს, რადგან მოედანზე ისინი იყვნენ და არა მე.თან, რა აბსურდია, რომ 3 მატჩის წაგება მოვთხოვე, რომ უფასოდ სხვა კლუბში გამეშვა? ეს ხომ ჩემს გუნდს მოკლავდა? აწყობილნი მთლიანად აკადემიაზე ვართ, მათში ამდენი შრომა და ფული ჩავდეთ, უფასოდ როგორ გავუშვებდით?ეს ყველაფერი აგენტის ინტერესებშიც შედიოდა, რომელმაც კომპენსაციით ხელი მოითბო”შვიდივე ფეხბურთელი წმინდა გიორგიდან “აკადემიაში” გადავიდა. ამ ამბიდან 6 თვის შემდეგ, “აკადემიიდან” ყაზანის რუბინმა სერგეი პლეტიკა 300 000 ევროდ შეიძინა და იქიდან წმინდა გიორგის არაფერი ერგო.2012 წელს, 12 გუნდიან ჩემპიონატში, წმინდა გიორიმ მეათე ადგილი დაიკავა. სპორტული პრინციპიდან გამომდინარე, მათ გავარდნა არ ეკუთვნოდათ, თუმცა დააქვეითეს და უმაღლეს ლიგაში მე-11 ადგილზე გასული გუნდი – რაპიდი დატოვეს. ამასაც პოლიტიკური მიზეზი ჰქონდა, რენიტამ ექს პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭების გამო ბევრჯერ და მკაცრად გააკრიტიკა.შემდეგი 6 წლის განმავლობაში, წმინდა გიორგი მეორე ლიგაში თამაშობდა, თუმცა უმაღლესში გადასვლასთან ახლოს არ ყოფილა.2019 წელს, უმაღლესში დაბრუნებიდან 2 წლის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავეს. პირველზე შერიფი გავიდა, რომელმაც წმინდა გიორგის თასის ფინალიც მოუგო, დამატებით დროში, 0:1.შემდეგ ევროპა ლიგა იყო და სოლიგორსკის (ბელარუსის) შახტარი…“როდესაც ბელარუსში ჩავედით [ევროპა ლიგა; შახტარის წინააღმდეგ], ბევრი თვლიდა, რომ შანსი არ გვქონდა. ერთი თამაში იყო, მოწინააღმდეგის მოედანზე. ბელარუსიის ჩემპიონატში შახტარზე წინ მხოლოდ ბატე იყო. ამას დამატებული, მათ ევრო თასებზე თამაშის გამოცდილება ჰქონდათ და უკრაინის ორ გზის საუკეთესო მწვრთნელი – იური ვერნიდუბი ავარჯიშებდათ, რომელმაც ზორია ევროპა ლიგის ჯგუფში არა ერთხელ გაუყვანია”ბუკმეიკერება წმინდა გიორგის კოეფიციენტი 14 მისცეს, თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც ელოდნენ – პენალტების სერიაში მოლდოველებმა გაიმარჯვეს…მათი შემდეგი მეტოქე პარტიზანი იყო, სენტ ჯორჯმა მთელი თამაში გაძლო და გოლი მხოლოდ დამატებით ტაიმში გაუშვა. სასწაულთან ისევ ახლოს იყვნენ…ახლა ვალერი რენიტა კლუბის საპატიო პრეზიდენტია, რომელიც სახლში წიგნებზე მუშაობს და ცდილობს თამაშები არ გააცდინოს. კლუბის მართვა ახალგაზრდებზე აქვს მინდობილი.   
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო