11 X 11
სპორტული პორტალი

  2:7 წაგება და კლოპის კომენტარი

0 15

 

ინგლისელმა სტატისტიკოსებმა თავიანთ ანალებს ჩახედეს და ნახეს, რომ „ლივერპულს“ ერთ მატჩში 7 გოლი ბოლოს 57 წლის წინათ გაუშვიათ. ეს „სიამოვნება“ მათ „ტოტენჰემმა“ აგემა 1963 წლის აპრილში, როდესაც 7:2 მოუგო ანუ ისეთივე ანგარიშით, როგორითაც გუშინ ბირმინგემში „ასტონ ვილასგან“ განადგურდნენ.

მერსისაიდელთა გერმანელმა თავკაცმა ამ სამარცხვინო წაგებას ასეთი კომენტარი გაუკეთა: „ვერ ვიტყვი, რომ არ მჯერა, რაც მოხდა. იქ ვიყავი და ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. პირველ რიგში „ასტონ ვილას“ კარგ თამაშს, მებრძოლ ხასიათს, მშვენიერ ფიზიკურ ფორმას და გამარჯვებისკენ სწრაფვას აღვნიშნავ. რაც შეგვეხება ჩვენ, უამრავი შეცდომა დავუშვით, თუმცა რიგ მომენტებში თამაში თითქოს გამოვასწორეთ. ახლა რომ ვთქვა, მართალია 7 გოლი გავუშვით, მაგრამ შეგვეძლო 7:7 გაგვეხადაო, არ დამიჯერებთ“.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო