11 X 11
სპორტული პორტალი

იარემჩუკმა გენტიდან აბარგება ვერ მოახერხა

0

უკრაინელ თავდამსხმელ რომან იარემჩუკს იტალიური და თურქული კლუბები ეპატიჟებოდნენ, მაგრამ “გენტმა” ტრანსფერი დაბლოკა. ამის გამო მან Het Laatste Nieuws-თან ინტერვიუში უკმაყოფილება ვერ დამლა:

“გენტის” მფლობელსა და ხელმძღვანელობას უნდა ესმოდეთ, რომ ჩემი ამბიციები ამაზე მაღლა დგას. ტრანსფერს უკვე ორი თვეა ვითხოვ.

ასეთ სიტუაციაში პასუხს ვიმსახურებდი, მაგრამ ვერ ვეღირსე. ფეხბურთის გუნდში ვარ თუ ციხეში?”.

რომანს ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო ფასი კი 9.5 მილიონი ევროა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო