კალინიჩმა ლოკომოტივს ვერონა ამჯობინა
მოსკოვის “ლოკომოტივს” მარიო მანჯუკიჩის ყიდვა რომ უნდოდა, გეხსომებათ. ისიც, ზედ კონტრაქტზე ხელისმოწერის წინ რომ უთხრეს, ხელფასს ევროებში კი გადაგიხდით, მაგრამ ერთ ევროს 75-80 რუბლის ფარგლებში გიანგარიშებთო. ჰოდა, მარიომაც რუსები სამ ასოზე გაუშვა.
ამის შემდეგ მოსკოველი “რკინიგზელები” მეორე ხორვატ თავდამსხმელს ნიკოლა კალინიჩს მიადგნენ, მაგრამ იმან ცივი უარი სტკიცა და დღეს ოფიციალურად “ვერონას” ფეხბურთელი გახდა.