11 X 11
სპორტული პორტალი

კუმანმა პირველი გამოცდა ვერ ჩააბარა [VIDEO]

0

სწორედ ამ მატჩში, ძლიერ და ბალანსირებულად მოთამაშე „სევილიასთან“ უნდა გამოჩენილიყო თუ რა დონის სამუშაო გასწია ამ ეტაპამდე „ბარსელონას“ თავკაცმა რონალდ კუმანმა. უნდა ითქვას, რომ შთაბეჭდილება შთამბეჭდავი ნამდვილად არ გამოდგა.

ხულენ ლოპეტეგიმ უარი თქვა დაცვით სტილზე და მაღლა ამოწეული დაცვით და შემდეგ ფართო ფრონტით შეტევების მცდელობით მეტოქეს საშუალება არ მისცა თავისი ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობითა და გადაკიდებული პასებით გადამწყვეტი უპირატესობა მოეპოვებინა.

მთელი მატჩის მსვლელობიდან ამოვარდნილი გამოდგა პირველი 10 წუთი, როდესაც გუნდებმა გოლები გაცვალეს. დანარჩენ დროში ოდენ მწვრთნელთა ტაქტიკური დუელი მიდიოდა. კუმანმა თამაშში ტრინკაო, პიანიჩი, პედრი და დესტიც ჩართო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. აშკარად გამოჩნდა, რომ ამგვარი თამაშით „ბარსელონას“ ძალიან გაუჭირდება „სევილიას“ დონის გუნდებთან წარმატების მიღწევა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მესის ფაქტობრივად უკან დახევასაც არ მოაქვს შედეგი, ის ბევრად უკეთესია, როდესაც ბურთს საჯარიმო მოედნის სიახლოვეს იღებს. და მაინც, ლეო ორივე გუნდში ყველაზე უკეთესი გახლდათ.

ბარსელონა – სევილია 1:1

გოლები:  ლ. დე იონგი, 8 (0:1); კოუტინიო, 10 (1:1).

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო