11 X 11
სპორტული პორტალი

ლივერპულის საშვილიშვილოდ მტკივნეული განადგურება ბირმინგემში [VIDEO]

0

 

“ასტონ ვილას” პრემიერლიგის  ორივე სასტარტომატჩი მოგებული ჰქონდა და ყველა მოელოდა, რომ თავის სამივე მატჩის მომგები „ლივერპული“ მის წარმატებულ სვლას შეაჩერებდა, მაგრამ ბირმინგემელებმა ჩემპიონს შავი დღე აყარეს.

იურგენ კლოპის გუნდი საკუთარ თავს არ ჰგავდა, შუა ხაზსა და დაცვაში ბავშვურ შეცდომებს უშვებდნენ და „ასტონ ვილასაც“ მეტი რა უნდოდა?

პირველ სწრაფ გოლს მალევე მეორე მიაყოლეს და როდესაც სალაჰმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა, იფიქრებდით, მასპინძლებს ახლა გაუჭირდებათო, მაგრამ შესვენებამდე კიდევ ორჯერ ისარგებლეს სტუმართა გულარხეინობით და ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

იურგენ კლოპის გუნდს მეორე ტაიმში გაკეთებულმა ცვლილებებმა ვერ უშველეს, პირიქით, მთლად მოიშალნენ და შედეგიც ლოგიკური დაფიქსირდა.

ასტონ ვილა- ლივერპული  7:2

გოლები: უოტკინსი, 4; 27 (2:0); სალაჰი, 33 (2:1); მაკგინი, 35 (3:1); უოტკინსი, 39 (4:1);  ბარკლი, 55 (5:1); სალაჰი, 60 (5:2); გრილში, 66; 75 (7:2).

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო