11 X 11
სპორტული პორტალი

მცველები კვრაცხელიასთვის მხოლოდ გარნირია – რუსული მედია ქართველი ჭაბუკით აღფრთვანებულია

0 62
KAZANFIRST”-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა “რუბინსა” და მის 19 წლის ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიაზე სათაურით: “ერთი ფეხბურთელის გუნდი?”. გთავაზობთ ამონარიდს:
“რა თქმა უნდა, აღვნიშნავთ ხვიჩას ფაქტორს. ახლა აბსოლუტურად ყველას ესმის, ვინაა ამ გუნდში ლიდერი და მთავარი ვარსკვლავი. შესაძლოა, ვიღაცას ბოლო მომენტამდე სურდა ყურადღება ინ ბომზე, მაკაროვსა და ბაკაევზე გაემახვილებინა, მაგრამ კვარაცხელია არაჩვეულებრივია. დიახ, მისი მოქმედებები ხშირად დაბოლოების გარეშეა, დიახ, შეიძლება ცოტა ძუნწია და კიდევ მრავალი წვრილი “დიახ”, თუმცა ის მრავალ “უაუ-ეფექტს” იძლევა, “რუბინზე” ბილეთებს ჰყიდის და განსხვავებას ქმნის! ეს ქართველი ბიჭუნა უკვე მარტო იგებს მატჩებს და ეს გვაშინებს.

მუდამ, როდესაც ხვიჩა ფლანგზე ბურთს იღებს, სტადიონზე აბსოლუტურად ყველა მაყურებელი თავისი ადგილიდან რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინში წამოდგება. მისი დრიბლინგი უკვე პრემიერლიგის საფირმო ნიშანია. ხვიჩა უბრალოდ ხედავს მიზანს და მისკენ მიისწრაფის – იქ მცველები მხოლოდ გარნირია. რა თქმა უნდა, მეტოქეები უკვე არჩევენ მის თამაშს და ხაფანგს უგებენ, მაგრამ ის მაინც მოედანზე ყველაზე სახიფათოდ რჩება.

ისეთი გამოცდილი ტაქტიკოსიც კი, როგორიც ანდრეი ტალალაევია, მისი მსხვერპლი შეიქნა. “ახმატი” “რუბინთან” შეხვედრისთვის ტაქტიკურად შესანიშნავად მოემზადა. ხვიჩას მონაცვლეობით მეურვეობდნენ, თუმცა მთელი მატჩის განმავლობაში კონცენტრაცია მხოლოდ ერთხელ დაკარგეს, მან კი იმ წუთას დასაჯა! ამჟამად ის გუნდის მთავარი ბრილიანტია და ხელმძღვანელობას მის მომავალზე დროულად დაფიქრება მართებს”.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო