11 X 11
სპორტული პორტალი

ჯანდაცვის მინისტრი: ბელარუსთან მატჩზე გულშემატკივართა თავშეყრა რეკომენდირებული არაა

0

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 8 ოქტომბერს, თბილისში გასამართ ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალურ მატჩზე, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებ გუნდებს შორის,  გულშემატკივართა თავშეყრა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რეკომენდირებული არაა.

როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულ გადაწყვეტილებას საბჭო უახლოეს დღეებში მიიღებს.

„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ რისკებთან დაკავშირებით, თუ რამდენად დიდი რისკი იმ შემთხვევაში, თუ საფეხბურთო მატჩი ჩატარდება, რამდენად დიდი იქნება გავრცელება. 8 რიცხვამდე საბჭო დამატებით შეიკრიბება და საბოლოო შედეგსა და გადაწყვეტილებაზე შევჯერდებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

წყარო: IPN.ge

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო