11 X 11
სპორტული პორტალი
06.06.21. ბანერი 1500

რატომ არის აბსურდული ბელარუსთან მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება

0
03.06.21. 663×81 ბანერი
დღეს ცნობილი გახდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციას დაეფუძნა და ბრძანა, რომ საქართველოსა და ბელარუსის ნაკრები გუნდების შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება.არა და უეფას რეგულაციებით დინამო არენაზე 16 000 მაყურებლის დასწრება შეიძლებოდა, თუმცა ჩვენმა მთავრობამ და სამედიცინო სფეროს ხელმძღვანელობამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. ამ ნაბიჯის აბსურდულობას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს.პირველ რიგში, ეს ქალაქში გადაადგილებისა და ტრანსპორტის მუშაობის ფორმაა. მხოლოდ თბილისის მეტროს დღეში 400 000 ადამიანი გადაჰყავს და დისტანციის დაცვაზე საუბარი ზედმეტია, პიკის საათებში ლამის ჭყლეტაა და ყველა ერთმანეთს აზის თავზე. დაახლოებით იგივე ხდება ავტობუსებსა და “მარშუტკებში”.  ამის ფონზე, დინამო არენაზე 16 000 ადამიანის, დისტანციის დაცვით შეკრებამ რა უნდა გამოიწვიოს იმაზე ცუდი, ვიდრე ყოველდღურად 400 000 ადამიანის ერთმანეთზე გადამჯდარი ყოფნა მოგვიტანს?! თან, დინამო არენაზე 30 სექტორია, მესემედად შევსებულ სექტორში წესების დაცვის უზრუნველყოფას 3 ადამიანი ეყოფოდა, ანუ დამატებით მხოლოდ 90 სტიუარტის დაქირავება დაგვჭირდებოდა… მაგრამ, არაო…მიუხედავად იმისა, რომ კარანტინის დროს, აღდგომის პერიოდში ეკლესიაში არ წასვლას მოგვიწოდებდნენ, ეკლესიის კარები ვერავინ დაკეტა, თავად გადაწყვიტა ხალხმა წასულიყო თუ არა. რადგან ლევან კობიაშვილი “ტაბურეტკით” არ დარბის და გამყრელიძე-იმნაძე-ცერცვაძეს არ ემუქრება, ამ სფეროში გადაწყვეტილება სავალდებულო უნდა იყოს?! და თუ იქ არაფერი დაემართებოდათ ადამიანებს წესების დაცვით შეკრების შემთხვევაში, დინამო არენა სატანის სამფლობელოა თუ დაწყევლილი ადგილი?! სწორედ გადაწყვეტილების მიღების უფლება უნდა ჰქონდეს ხალხს, სურს წავა, სურს სახლში დარჩება. თან, სასიხარულოა, რომ რელიგიური დღეასწაულები ყოველ წელს გვაქვს, ასეთი საფეხბურთო დღესასწაული კი ჯერ არ გვქონია. პირატული გადაწყვეტილებით კი დიდი ზეიმი მოგვპარეს.გარდა ამისა, ვხედავთ ბათუმში როგორი სიტუაციაა და მაინც არავის აუკრძალავს დიდი შეკრებების გამართვა. ქორწილები, ტაშ-ფანდური, ღრეობები ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე იმართება, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია, მაგრამ რამე აიკრძალა? ვინმემ ხისტი ნაბიჯი გადადგა? დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი შედეგთან ახლოს რომ მივედით, აი სწორედ მაშინ ჩაგვცეს მახვილი.კიდევ ერთი, აშკარაა, რომ მათ, ვინც გადაწყვეტილება მიიღეს, არც უყვართ ფეხბურთი და არც მისი მნიშვნელობა ესმით. ამ ნაბიჯით ეროვნულ გუნდს უდიდესი ძალა წაართვეს, და ფავორიტობიდან ლამის აუტსაიდერად აქციეს. ამ მოგებას, ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ქართველი ხალხისთვის იმაზე დიდი ბედნიერების მოტანა შეუძლია, ვიდრე პენსიის 20 ლარით გაზრდას. ამ პოტენციურ შედეგს (ევრო 2020-ზე გასვლას) კი პენსიის 40 ლარით გაზრდის შესაძლებლობის შექმნა შეუძლია. ფეხბურთი, მსოფლიოში, რელიგიიის შემდეგ ყველაზე დიდი საზოგადოებრივი სფეროა, მასში ყველაზე მეტი ადამიანია ჩართული პირდაპირ თუ ირიბად. თუმცა, ამის დანახვა, ალბათ ვიღაცას არ სურს ან ვერ ხედავს.ტყუილია იმაზე საუბარი, რომ ეს ადამიანთა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს ეხება. წესების დაცვის შემთხვევაში თავად მედიკოსები გვეუბნებოდნენ, რომ კორონავირუსის გავრცელების შეფერხება შეგვიძლია. თუ ერთ სტადიონზე წესების დაცვის უზრუნველყოფა მთავრობას არ შეუძლია, სხვა რა უნდა გააკეთოს?! ეს საზოგადოების საკეთილდღეოდ გადადგმული ნაბიჯი კი არა, თვითლუსტრაციაა, რაც გადაწყვეტილებას კიდევ უფრო აბსურდულს ხდის…რომ შევაჯამოთ, საკუთარი თავის, საზოგადოების, ქვეყნის წინააღმდეგ მსგავსი ნაბიჯი იშვიათად თუ გადადგმულა. ცხადია არა იმიტომ, რომ ფანები ვერ შევლენ ტრიბუნაზე, არამედ იმიტომ, რომ ამით მეტოქეს ვაძლევთ უპირატესობას და ჩვენ ვკარგავთ. ფეხბურთი ეროვნული წარმატებულობის განწყობის შექმნის უდიდესი საშუალებაა. გვაქვს რაგბი, მაგრამ  ვიცით, რომ ის ფეხბურთი არაა, აქ წარმატებას სულ სხვა გემო და მნიშვნელობა აქვს. მოკლედ, ჩვენ თავს ჩვენ თვითონვე ვუთხრით ძირს….    
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო