11 X 11
სპორტული პორტალი

ზივზივაძემ და ბერიძემ უნგრეთში გაიტანეს

0
უნგრეთის ჩემპიონატზე ქართველებმა გამოიჩინეს თავი. მე-6 ტურში “ფეჰერვარმა” საკუთარ მოედანზე 5:1 გაანადგურა “უიპეშტი”. “ფეჰერვარის” ძირითად შემადგენლობაში იყო ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც 43-ე წუთზე ბურთი ძელს გაარტყა, 66-ე წუთზე გოლი გაიტანა, 74-ე წუთზე კი შეცვალეს. “უიპეშტში” ახლახან გადასული გიორგი ბერიძე 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 90+2-ე წუთზე პრესტიჟის გოლი გაიტანა.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო