11 X 11
სპორტული პორტალი

ბარსელონას დეპაი 25 მილიონი არ უღირდა

0
“ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს “ლიონიდან” თანამემამულე მემფის დეპაის გადაყვანა რომ უნდოდა, მთელი სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში ლამის ყოველდღე ვწერდით, მაგრამ სურვილი ვერ აისრულა. მიზეზი კი კლუბის პრეზიდენტის ხოსეპ ბარტომეუს ჩვეული იწილო-ბიწილო ყოფილა – ხან ვიღაცის გაყიდვის შემდეგ ვიყიდითო, ხან ჯერ სხვა შევიძინოთო და მისთანანი. სინამდვილეში კუმანს პირდაპირ არ  უთხრა, რომ დეპაის 25 მილიონ ევროდ ყიდვა არ უღირდა. განაწყენებული მწვრთნელისათვის კი ახლა უთქვამს, ზაფხულში მემფისი თავისუფალი აგენტი ხდება და მაშინ უფასოდ დავიმატოთო. კუმანისა რა მოგახსენოთ, მაგრამ დიდად საეჭვოა ზაფხულში ბარტომეუ თავის პოსტზე დარჩეს.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო