11 X 11
სპორტული პორტალი

კავანი კარიერის დასრულებას აპირებდა

0

“მანჩესტერში” გადასულმა 34 წლის ურუგვაელმა თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ არ დამალა, რომ პსჟ-დან წასვლის შემდეგ კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა, უნდოდა ოჯახთან ერთად თავის სოფელში გადასულიყო საცხოვრებლად და კარგად დაესვენა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მთელ ოჯახს კორონა შეეყარა და საბედნიეროდ, ყველა იოლად გადარჩა.

ამის შემდეგ უკვე აღარ ასვენებდნენ იმის კითხვით თუ რას აპირებდა და მიიღო გადაწყვეტილება კიდევ ორი წელი ეთამაშა. “მანჩესტერში” გადასვლით ძალიან კმაყოფილია და ერთი სული აქვს როდის გავა მოედანზე.

რატომაც არ იქნება კმაყოფილი, როდესაც მრავალი კლუბის შეთავაზებების შემდეგ, მხოლოდ მანიუ დაითანხმა  წლიურად 10 მილიონი ევრო გადაუხადოს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო