11 X 11
სპორტული პორტალი

ოზილის კეთილი საქმე

0

საკმაოდ უცნაური კაცია “არსენალის” თურქული წარმოშობის გერმანელი ნახევარმცველი მესუთ ოზილი, ხშირად არაკორექტული გამონათქვამებითაც გამოიჩენს ხოლმე თავს, ქუჩაში მძარცველები რომ დაესხმებიან და თანაგუნდელი ეხმარება, თავად იქიდან მოცოცხავს, გერმანიის ეროვნულ ჰიმნს არ სწყალობს და ა.შ. მაგრამ კეთილი გულის პატრონი რომაა იქიდანაც ჩანს, რომ საქველმოქმედო საქმიანობას უჩუმრად ეწევა.

ამის კიდევ ერთ ახალ მაგალითზე ახლა მოგახსენებთ. “არსენალის” საშინაო მატჩებისას მასკოტად 27 წლის განმავლობაში ჯერი კუი მუშაობდა. მწვან,ე დიდ თოჯინად გადაცმული ჯერი ართობდა და თან “კანონირების” საქომაგოდ აგულიანებდა ისედაც აქტიურ ფანობას. ის ყველასათვის საყვარელი მასკოტი გახლდათ, მაგრამ ამ ცოტა ხნის წინ, კორონაპანდემიისგან გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო, კლუბის უფროსობამ მისი შტატი შეამცირა და სამსახურიდან გაუშვეს.

მესუთმა კი “არსენალის” ხელმძღვანელობას მიმართა ჯერი კუი სამსახურში აღადგინონ და მის კუთვნილ ხელფასს თავისი ჯიბიდან გადაიხდის. შეფობის პასუხი ჯერ უცნობია.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო