11 X 11
სპორტული პორტალი

რონალდოს გაუპატიურების საქმეს ურჩევენ

0 32

კრიშტიანო რონალდოს ისევ ძველი, გაუპატიურების საქმე ამოუწიეს. შეიძლება გახსოვთ კიდეც, თითქოსდა  2009 წლის 12 აგვისტოს, ლას ვეგასში დასასვენებლად მყოფმა კრიშტიანომ, ქალის ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური კავშირი დაამყარა ამერიკელ მოდელ კეტრინ მაიორგასთან, ვისაც 2010 წლის იანვარში, რათა არ ეჩივლა, საკუთარი ადვოკატის რჩევით, რონალდომ 375 ათასი დოლარი გადაუხადა.

2017 წელს მაიორგა “მიხვდა”, რომ ფული კი აიღო, მაგრამ მთლად კარგად ვერ გაიგო იმ ხელშეკრულების დეტალები, რომელზეც ფეხბურთელის ადვოკატმა მოაწერინა ხელი და ახლა სასამართლოს გზით ცდილობს ამ დოკუმენტის ანულირებას. სასამართლომ გადაწყვიტა, მას “გონებრივი შესაბამისობის” ტესტი ჩაუტარონ, რათა დადგინდეს, რამდენად შეიძლება ვერ გარკვეულიყო ხსენებული დოკუმენტის არსში.

იმ შემთხვევაში თუ დადგინდაა, რომ ახლა უკვე 37 წლის მაიორგა “მთლად კარგად ვერ აზროვნებს”, კრიშტიანო რონალდოს სასამართლოში იხმობენ და იქ დაიწყება მისი ცოდვა-ბრალის გარჩევა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო