11 X 11
სპორტული პორტალი

რუსი ჩოგბურთელი “გამაზვაშია” ეჭვმიტანილი

0 15

საფრანგეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო “როლან გაროს” ტურნირის პირველი წრის ქალთა წყვილების იანა სიზიკოვა-მედისონ ბრენგლისა და მარი ციგი-კრისტინ მუტუს (6:7; 4:6) მატჩზე. საბუკმეიკერო კანტორებმა სამართალდამცავებს მიმართეს იმის გამო, რომ ამ შეხვედრის მეორე სეტის მეხუთე გეიმში სიზიკოვა-ბრენგლის წაგებაზე საეჭვოდ ბევრი ფსონები დაიდო.

ამ გეიმში სიზიკოვა აწვდიდა, მან ორი ორმაგი ჩაწოდება გააფუჭა და გეიმი მშრალი ანგარიშით დათმეს. მთავარი ეჭვმიტანილი რუსი სიზიკოვაა. ფსონების ოდენობა არ ხმაურდება, თუმცა ფიქრობენ, რომ რამდენიმე ასეული ათასი ევრო მაინც იქნება თუ მილიონი არა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო