11 X 11
სპორტული პორტალი

დაწვრილთვალებისთვის 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

0 19

აზიის საფეხბურთო კონფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ირანის “პერსეპოლისის” ფეხბურთელს ისა ალექასირს 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა და დამატებით 10 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა.

მიზეზი კი ისაა, რომ აზიის ჩემპიონთა თასის ტაშკენტის “ფახთაქორთან” მატჩის დროს ისამ გატანილი გოლი თვალების დაწვრილების ჟესტით იზეიმა, რაც რასისტულ ქმედებად იქნა მიჩნეული. ბევრს კი ირწმუნებოდა ირანელი, გატანილ გოლებს ყოველთვის ასე აღვნიშნავ და ამას ჩემს ერთ ახლობელს ვუძღვნიო, მაგრამ არავინ დაუჯერა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო