11 X 11
სპორტული პორტალი

ალვარო გონსალესს მოკვლით ემუქრებიან

0

სხვა შემთხვევაში ვიფიქრებდით, რომ ნეიმართან ჩხუბის შემდეგ პოპულარობამომატებული „მარსელის“ მცველი ალვარო გონსალესი საკუთარ პიარს ახალ ცეცხლს უნთებს, მაგრამ მან ოფიციალურად მიმართა პოლიციას იმის თაობაზე, რომ პსჟ-სთან იმ ცნობილი სკანდალური მატჩის შემდეგ მის მესინჯერში ორ მილიონამდე შეტყობინება შევიდა, რომელთა უმეტესობა მის მიმართ მუქარას შეიცავს და ბევრი მოკვლითაც ემუქრება.

ალვარომ თქვა, რომ სერიოზულადაა შეშინებული და სახლიდან მხოლოდ ვარჯიშებზე და თამაშის დღეს გადის. მუქარის წერილები თურმე არა მარტო მას, არამედ დედამისსაც მისდის, რომელიც მარსელში მაღაზიის მფლობელია.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო