11 X 11
სპორტული პორტალი

ბრაზილიის პრეზიდენტი თავის მოქალაქეზე ზრუნავს

0 12

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ თავის ტვიტერზე დაწერა, რომ გადაწყვეტილი აქვს რუსეთში შარშან დაკავებული ბრაზილიის მოქალაქის, მოსკოვის „სპარტაკის“ ასევე ბრაზილიელი ფეხბურთელის ფერნანდუს პირადი მძღოლის რობსონ ოლივეირას საკითხზე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართოს და როგორმე მის განთავისუფლებას მიაღწიოს.

ეს რობსონ ოლივეირა მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში დააკავეს, რადგან ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი აღმოუჩინეს, რომელიც რუსეთში აკრძალულია, ხოლო ბრაზილიაში ნებადართული. ოლივეირა ამტკიცებს, რომ მეტადონი თავისი ავადმყოფი სიმამრისთვის მიჰქონდა. რუსეთის კანონმდებლობით ამ ნარკოტიკის დიდი რაოდენობით შენახვისთვის პირს შეიძლება 20-წლიანი პატიმრობაც მიუსაჯონ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო