11 X 11
სპორტული პორტალი

დემბელეს ბებერი სინიორა ნაყვარება

0 31

კატალონიელმა მედიელებმა შეიტყვეს, რომ “ბარსელონას” 23 წლის ფრანგ თავდამსხმელს, მუდამ ტრავმიანს, ხეირიანად ვერმოთამაშეს და ახლა მთავრი მწვრთნელის რონალდ კუმანის მიერ სულ მთლად  ათვალწუნებულ უსმან დემბელეს “იუვენტუსი” ნაყვარება ნამეტნავად.

უკვე ერთ წელიწადზე მეტი ყოფილა, რაც ბიჭი უსმანი და მისი პირადი აგენტი უჩუმრად ეკურკურებიან “ბებერი სინიორას” მესვეურებს და რა სათხოვარი ექნებოდათ, გასაგებია. ასე რომ, მოსალოდნელია მომავალ ზაფხულს თუ არა, შემდეგ წელს მაინც, როდესაც დემბელეს “ბარსასთან” კონტრაქტს ყავლი გაუვა, ის “იუვეს” შავ-თეთრ მაისურსი ვიხილოთ. რა თქმა უნდა, იქამდე ბევრი წყალი ჩაივლის და რა მოხდება, ოდენ უფალმა უწყის.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო