11 X 11
სპორტული პორტალი

ინგლისის ნაკრებში ბიჭებმა საქმე გაარჩიეს

0 10

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა საკუთარი ინიციატივით, მწვრთნელებისა და ოფიციალური პირების გარეშე, კრება ჩაატარეს, რომელზეც გუნდში დისციპლინის საკითხი განიხილეს. კრებამ რა დაადგინა, არ ხმაურდება, თუმცა ძნელი მისახვედრი არ არის.

ბოლო ხანებში, სანაკრებო დღეებს ინგლისელ ფეხბურთელთა (და არამარტო მათი) გარკვეული ნაწილი გასართობად იყენებს. მაგალითად, ადრე, ისლანდიასთან მატჩის წინ, მეისონ გრინვუდმა და ფილ ფოდენმა კარანტინი დაარღვიეს, სასტუმროში გოგოები აიყვანეს. ორი დღის წინ კი ჯეიდონ სანჩომ, ტიემი აბრაჰამმა და ბენ ჩილველმა მაგარი ღრეობა მოაწყვეს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო