ინტერი ლაუტაროს 5 მილიონს სთავაზობს
მილანის “ინტერი” მოლაპარაკებას აწარმოებს 23 წლის არგენტინელი თავდამსხმელის ლაუტარო მარტინესის წარმომადგენლებთან 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე, თანაც ახლანდელ 2.9 მილიონევროიან წლიურ ხელფასს 5-მდე გაუზრდიან.
ვერ გეტყვით როგორ და რაზე შეჯერდებიან, მაგრამ 33 წლის ედინსონ კავანის “მანჩესტერში” 10 და 23 წლის ლაუტაროს “ინტერში” 5 მილიონი?