11 X 11
სპორტული პორტალი

ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი: დამირეკა თუ არა ლუკაშენკომ?!…

0

ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ მარხელმა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ცხადია, ჩვენს ნაკრებზე გარკვეული სახის ზეწოლა არსებობს. უმნიშვნელოვანესი მატჩია, დაძაბულობა გუნდში არის.

ძალიან მნიშვნელოვანი ორი მატჩი ჩავატარეთ. ალბანეთთან პირველი ტაიმი არ გამოგვივიდა. ყაზახეთთან ბევრი რამ გამოვასწორეთ და იგივე სულისკვეთებით უნდა განვაგრძოთ.

პოლიტიკურმა ვითარებამ გავლენა მოახდინა თუ არა ფეხბურთელებზე, ამას მატჩის შემდეგ ვნახავთ. თბილისში კი ერთი მიზნით ვართ ჩამოსული.

ალბანეთის ნაკრები საქართველოს დონისაა, მე ასე მიმაჩნია. ორივე გუნდის ფეხბურთელები კარგ კლუბებში თამაშობენ, ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ და სწორედ ამიტომ შევადარე ისინი ერთმანეთს.

ვლადიმირ ვაისს ჩემზე დიდი გამოცდილება აქვს. თუმცა, უბრძოლველად არაფრის დათმობას ვაპირებთ. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ასეთ მატჩებში ფეხბურთელებისა და მწვრთნელის გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მიმაჩნია, რომ ხვალ ფსიქოლოგიური ომი იქნება. ვინც უფრო მყარი იქნება, ის მოიგებს. სსრკ-ს დროიდან მახსოვს, თბილისში ბევრი გულშემატკივრის თვალწინ თამაში ძალიან სასიამოვნო იყო. ახლა მაყურებელი არ იქნება, ეს მოცემულობაა. ისე კი ძალიან მწყდება გული, რომ ასეთი მატჩები ფანების გარეშე ჩატარდება.

ლუკაშენკოს არც დაურეკავს, არც არაფერი უთქვამს, ისედაც ვიცით რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის ამ მატჩს.

გარკვეული დრო უნდა გავიდეს, იმის შესაფასებლად ბელარუსის ჩემპიონატის არშეჩერება სწორი იყო თუ არა. მართალია, ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობას ფეხბურთის თამაში არ შეუწყვეტია, თუმცა ეს დიდ არანაირ უპირატესობას არ გვაძლევს, კარგა ხანია ევროპულმა ქვეყნებმა ჩემპიონატი განაახლეს.

დიახ, საქართველო ალბანეთს შევადარე და იმედია არ გეწყინათ. ხვალ ფავორიტები არ ვართ, მიუხედავად ამისა, გამარჯვებისთვის ვითამაშებთ, რამეთუ ეს ერთი მატჩია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.”

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო