11 X 11
სპორტული პორტალი

მესი vs კუმანი 1:0 – ლეომ პირველი “დუელი” მოიგო

0 259

გუშინ, 6 ოქტომბრის ღამით ცნობილი გახდა, რომ უსმან დემბელე “მანჩესტერ იუნაიტედში” არ გადავიდოდა და “ბარსელონას” რიგებს არც მემფის დეპაი შეავსებდა.

ესპანურ და ინგლისურ პრესაში დემბელეს ტრანსფერის წარუმატევლად განხორციელების სხვადასხვა მიზეზები დაასახელეს, თითქოს ბარსამ ფრანგის ფასს აუწია და ეშმაკებს ამდენის გადახდა აღარ უღირდათ.

ამ მიმოცვლის შესახებ, Don balol-ზე დაყრდნობით ადრეც ვწერდით. კატალონიური გამოცემის მიხედვით, დემბელეს გაშვებასა და დეპაის მოყვანას ლიონელ მესი ეწინააღმდეგებოდა.

ბარსელონაში მესის სურვილის საწინააღმდეგოდ ბევრი რამ არ ხდება, რაც ხდება კარგად უფრო ცოტა რამ სრულდება. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე კუმანისთვის მესის არგანაწყენება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მემფისის გუნდში მიყვანა. ლეო 1 წელში მიდის, დეპაის კი მერეც მოიყვანენ…

ასეა თუ ისე, პირველი ჩუმი უთანხმოება არგენტინელის სასარგებლოდ დასრულდა. როგორც ჩანს, გადაწყვეტილება მიღებული რამდენიმე დღით ადრე იყო და გუშინვე პრესაში გაჩნდა სტატიები, სადაც ეწერა, რომ მესის ნიდერლანდელი ძალიან მოსწონს და მისი სახით ბარსას გრძელვადიან დამრიგებელს ხედავს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო