მხითარიანმა ახლა პუტინს, ტრამპს და მაკრონს მიმართა
“რომას” ნახევარმცველმა, სომხეთის ნაკრების კაპიტანმა ჰენრიხ მხითარიანმა აქამდე ორჯერ გააკეთა მიმართვა მსოფლიო საზოგადოებისადმი, რათა გამოეჩინათ ძალისხმევა და შეჩერებულიყო საბრძოლო მოქმედებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. დღეს ჰენრიხმა მიმართვის ადრესატები დააკონკრეტა, რუსეთის, აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს მიმართა თხოვნით, ისტორიულად ჩვენი მოკავშირეები რომ ხართ, როგორმე შეაჩერეთ ეს ომიო.