11 X 11
სპორტული პორტალი

ოპტიმალური ვარიანტი VS ვაისის ვარიანტი – ვინ უნდა ითამაშოს ბელარუსთან

2

საქართველოს ნაკრების იდიალური შემადგენლობა ბელარუსთან მატჩში

ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ ისტორიული მნიშვნელობის მატჩის დაწყებამდე, დაახლოებით 40 საათი დარჩა.

ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს აინტერესებს, თუ რა 11-ეულს გამოიყვანს ვლადიმირ ვაისი მოედანზე. იმის გათვალისწინებით, რომ ვაისს ცვლილებები არ უყვარს, ამ 11-ეულზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ჩვენ ვეცდებით შემოგთავაზოთ ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ოპტიმალური შემადგენლობა და ასევე ის ვარიანტი, რომელსაც, დიდი ალბათობით, ვლადიმირ ვაისი აირჩევს.

მეკარის პოზიციაზე ამჟამინდელი ფორმით გიორგი მაკარიძე გიორგი ლორიას ჯობს. ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, “ბაზელთან” მატჩში ლორიამ საშინლად ითამაშა, შემდეგ კი კვიპროსის ჩემპიონატში წესიერად მისი კარისკენ არ დაურტყამთ. სამწუხაროდ, გიორგი არც იქამდე ბრწყინავდა. მაკარიძე კი პირიქით, სეგუნდა დივიზიონში მშრალი დებიუტი ჰქონდა, გათამაშების ლიდერმა ხიხონმა კი ერთი გოლი გაუტანა, თუმცა მისი ბრალი არაფერი იყო. ამ მოცემულობით, მაკარიძე უფრო კარგ ფორმაშია, საკმარისი გამოცდილებაც აქვს და ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს.

მარცხენა მცველის პოზიციაზე, კი, დიდი ალბათობით ჯიმი ტაბიძე უნდა ვიხილოთ და ეს საუკეთესო არჩევანი იქნება. მართალია, ჯიმი შეტევაში ისე აქტიურად არ ერთვება, როგორც ნავალოვსკი, თუმცა ფიზიკურად გაცილებით ძლიერია, დაცვაშიც უფრო საიმედოა. სწორედ ამიტომ, მარცხნივ ტაბიძე უნდა იდგეს. მარჯვენა ფლანგზე კი ოთარ კაკაბაძე უალტერნატივოა.

რაც შეეხება დაცვის ცენტრს, აქ პრობლემები გვაქვს. გურამ კაშიას დიდი ხანია არ უთამაშია,  ხოჭოლავამ, კვირკველიამ და გრიგალავამ მხოლოდ ბოლო შაბათ-კვირას გამართულ შეხვედრებში ითამაშეს. კვირკველიას ფიზიკური მონაცემები გუნდს ძალიან სჭირდება, ასევე კაშიას მუხტიც, სწორედ ამიტომ უნდა ითამაშოს ამ ორმა ფეხბურთელმა. თან იმის ფონზე, რომ განსაკუთრებულად კარგ ფორმაში არცერთი მათი კონკურენტი არაა.

საყრდენის პოზიციაზე ჯაბა კანკავა რომ შეუცვლელია, ამას ლაპარაკიც არ სჭირდება. იგივე ითქმის ნიკა კვეკვესკირზე, რომელიც ნაკრების ერთერთი ღერძია და დაცვიდან თავდასხმაში ბურთი მასზე უკეთ ვერავის ამოაქვს. მათ წინ კი, ოთარ კიტეიშვილი უნდა იყოს, რისი მიზეზიც ორია: სხვა სავარაუდო კანდიდატებთან (ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე) შედარებით, ჯერ ერთი, კიტე დაცვასა და შეტევაშიც პროდუქტიულია და მეორე, მათზე გაცილებით სწრაფიც გახლავთ, რაც ბელარუსთა კონტრშეტევისას ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი იქნება.

რაც შეეხება წინა ხაზს, აქ ერთი დომინანტი ფეხბურთელია – ხვიჩა კვარაცხელია აუცილებლად ძირითადში უნდა იყოს და აუცილებლად მარცხენა ფლანგზე ითამაშოს. მარჯვენა ფლანგზე ლევან შენგელიას კანდიდატურა ამ ეტაპისთვის, საუკეთესოა. ჯერ ერთი, ლევანი კარგ ფორმაშია და მეორე, დიდი ალბათობით, ბელარუსები თამაშს ჩაკეტავენ და ასეთ დროს შენგელიას ცაციათი დარტყმები ნაკრებს ძალიან დასჭირდება.

ცენტრფორვარდის პოზიციაზე, კი, საუკეთესო ვაკო ყაზაიშვილის დაყენება იქნება. ცხადია, ვაკო ამპლუით თავდამსხმელი არაა, თუმცა ამ შეხვედრაში ბელარუსთა წინააღმდეგ მაღალი ჩაწოდებებით ფონს გასვლა ლოგიკური არ იქნება. ფიზიკურად ძლიერ ბელარუს მცველებთან ქვილითაიასა და კაჭარავასაც გაუჭირდებათ, ვაკო კი ორივე მათგანზე ტექნიკურია და უკეთესი დარტყმაც აქვს. მაღალ მცველებთან თამაშში ასეთი ტიპის ფეხბურთელი უფრო გამოგვადება.

ჩვენი ვარიანტი ასე გამოიყურება: მაკარიძე, ტაბიძე, კვირკველია, კაშია, კაკაბაძე, კანკავა, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, კვარაცხელია (ვისი გვარიც “კ”-ზე იწყება, ყველა ძირითადში!), შენგელია, ყაზაიშვილი.

თუმცა, რასაკვირველია, გვესმის, რომ ვლადიმი ვაისი სხვა შემადგენლობას დააყენებს.

დიდი ალბათობით, სლოვაკი სპეციალისტი მოედანზე ამ თერთმეტეულს გამოიყვანს:

ლორია, ტაბიძე, კვირკველია, კაშია, კაკაბაძე, კვეკვესკირი, კანკავა, კვარაცხელია, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ქვილითაია.

 

 

სხვა სიახლეები
2 კომენტარი
  1. დავითი ამბობს

    ლორია-კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ტაბიძე-კანკავა, კიტეიშვილი-კვარაცხელია,ყაზაიშვილი,ოქრიაშვილი-ქვილითაია , ვფიქრობ ამ შემადგენლობას დააყენებ მაგრამ კაშიას ნაცვლად მე ხოჭოლავას ხოლო თუ ლორიას პრობლემები აქვს მაკარიძეს

  2. ანონიმური ამბობს

    მაკარიძე ლორიას ჯობია ყველა კომპონენტში უფრო საიმედოა.კაკაბაძე ხოჭოლავა.კვირკველია.აი ფლაგზე არც ტაბიძეს დავაყენებ და არც სხვას დავაყენებ კაშიას კანკავა. გვილია. ოქრიაშვილი.კვარაცხელია.ქვილიათაია და ყაზაიშვილი წი.

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო