რომა იუვენტუსის სპორტული დირექტორის გადაბირებას ცდილობს
“რომამ” ამჟამად “იუვენტუსის” სპორტულ დირექტორს ფაბიო პარატიჩის მათთან გადასვლა, ორწლიანი კონტრაქტის დადება წლიური 2 მილიონევროიანი ხელფასით, შესთავაზა. პარატიჩი მოქმედი ხელშეკრულებით ბიანკონერიში 2021 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს. ეს პოსტი მან 2018 წელს დაიკავა, 2010 წლიდან კი ამ კლუბის სისტემაში მუშაობს.