11 X 11
სპორტული პორტალი

ვლადიმირ ვაისი: ჩაკვეტაძე ბელარუსთან არ იქნება, ჩვენ კი ქართველი ხალხისთვის უნდა ვითამაშოთ

0 460

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ბელარუსთან მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

“კაშია თამაშისთვის მზადაა. გურამი გუნდის ერთერთი ლიდერია და ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

მარცხენა მცველის პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელს განვიხილავთ და ხვალ გადავწყვეტთ თუ ვინ ვინ ითამაშებს.

ხვალ ჩაკვეტაძე არ ითამაშებს. კლუბში ტრავმით ითამაშა, ნაკრებში სათამაშოდ მზად არ არის. რამდენიმე დღით დაისვენებს და შესაძლოა, შემდეგ ითამაშებს.

ლორიას მიღმა მომხდარი სკანდალი დაუჯერებელია, კომენტარის გაკეთება არ მინდა. ის კარგი მეკარეა, კარგი ბიჭი და მას ვენდობი.

ბელარუსთან გულით უნდა ვითამაშოთ, საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის. ვიცით, მილიონობით ქართველი იქნება ეკრანებთან და ისინი უნდა გავახაროთ. არ აქვს მნიშვნელობა როგორი იქნება მოედნის საფარი, ჩვენ მაღალი დონის შეხვედრა უნდა ჩავატაროთ და მოვიგოთ. ამ მატჩის შემდეგ ერთი გუნდი იქნება გახარებული და იმედი მაქვს, ეს ჩვენ ვიქნებით.

არ ვიცი გვილია იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში. მას მწვრთნელი შეეცავალა, რამდენიმე შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა.

ადრე ნავალოვსკი კარგად იდგა მარცხენა ფლანგზე. ახლა 34 წლისაა, ტრავმა ჰქონდა, კლუბში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა. ვეძებთ მის შემცვლელს. ხვალ კარგ მეტოქეს ვხვდებით, ბალანსი უნდა დავიცვათ შეტევასა და დაცვას შორის. ვიცი ვის დავაყენებ და ამას ხვალ იხილავთ.

ბელარუსმაც ჩვენ მსგავსად თავისი ჯგუფი მოიგო. ბევრი მაღალი დონისა და გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავთ. არიან ნიჭიერი ახალგაზრდებიც. კარგ დაცვას თამაშობენ, ორგანიზებული გუნდია. ახალი მწვრთნელი ჰყავთ. ერთი სიტყვით, კარგი გუნდია. მჯერა, ჩვენ უკეთესი ფეხბურთელები გვყავს, თუმცა ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ.

დიდი მოტივაციითა და ჟინით უნდა ვითამაშოთ. ეს უნიკალური შანსია საქართველოსთვის, რომელიც 30 წელში პირველად მოვიდა. ქართველებს დიდი ფეხბურთელები ჰყავდათ, არველაძე, კალაძე, ყიფიანი, დარასელია, თუმცა ამ ეტაპამდე ეს თაობა მოვიდა.

ზოგჯერ ძალიან ქართულ ფეხბურთს ვთამაშობთ, ბევრი შეხებით. ხვალ დიდი პასუხისმგებლობით უნდა გამოვიდეთ მოედანზე.

კვარაცხელია კლუბში მარცხენა ფლანგზე თამაშობს, თუმცა ხვიჩა მარჯვენა ფლანგზეც ძალიან კარგია. ორივე პოზიციაზე შედეგიანად გამოდის და სწორედ ამიტომ არის ნაკრებში ამ ადგილას. ხვიჩა უნიჭიერესი ფეხბურთელია და მისი მომავალი მხოლოდ თავისსავე ხელშია. კარგ გუნდში თამაშობს, კარგი მწვრთნელი ჰყავს.”

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო