11 X 11
სპორტული პორტალი

ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი ღირსეულად მოიქცა

0
მიხაილ მარხელს, მიუხედავად დამარცხებისა,პრეკონფერენციაზე თავი ღირსეულად ეჭირა და ასეც ისაუბრა:
“ნერვების თამაში იყო, მეტნაკლებად თანაბარი შეხვედრა. პენალტის ეპიზოდმა კი ყველაფერი გადაწყვიტა. პირველ ტაიმში თამაშით კმაყოფილი არ ვიყავით. შეტევის გაძლიერება გვჭირდებოდა. გავაკეთეთ შეცვლები, რომლებმაც გააძლიერეს ჩვენი თამაში.
რაც შეეხება ჩემს ბელარუსის ნაკრებში დარჩენას, წინასწარ დათქმა არ ყოფილა, რომ მაგალითად, ფინალში ვერგასვლის შემთხვევაში პოსტს დავტოვებდი. ყველა მწვრთნელი უნდა იყოს მზად, რომ ოდესმე მას პოსტს დაატოვებინებენ.
ცხადია, ჩვენი მიზანი ფინალში გასვლა იყო, ეს შედეგი არ დადგა, ამიტომ ყველაფერი შესაძლებელია. თუ ამას მეტყვიან, მას ჩვეულებრივად მივიღებ.

 

მთლად კარგი განწყობა არ გვქონია, რასაკვირველია. თუმცა, პოლიტიკურ ფაქტორს დიდი გავლენა არ მოუხდენია.
ფინალში გასვლას ორივე გუნდი იმსახურებდა, მოედანზე ღირსეული მეტოქეეები იყვნენ.
ვერ გეტყვით კოსოვო აჯობებს თუ მაკედონია. თუმცა, ორივე მათგანი ძალიან ძლიერია. მარტში რომ გამართულიყო ფინალური მატჩი, მაშინ მეცოდინებოდა, რადგან სამ  დღეში პოტენციური თამაში გვექნებოდა. ახლა კი ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ფსიქოლოგიური ომის შეხვედრა იქნება ისიც.”
საპრესკონფერენციო დარბაზის დატოვებისას მიხაილ მარხელმა გამარჯვება მოგვილოცა და წარმატებები გვისურვა. მწვრთნელისაგან, რომელიც, ფაქტობრივად, უკვე გათავისუფლებულია, ასეთი საქციელი მართლაც ღირსეული და გამორჩეულია. 
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო